Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

სკლეროზული ლიქენი (Lichen sclerosus)

რა არის სკლეროზული ლიქენი?

სკლეროზული ლიქენი - ეს არის ქრონიკული, ანთებითი ხასიათის დაავადება, რომელიც აზიანებს კანს და ლორწოვან გარსებს.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების ეტიოლოგია უცნობია.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• კანზე გამონაყარი გამოვლინდება მოთეთრო ფერის ატროფიული კერების სახით, რომელსაც აქვს მოვარდისფრო ელფერის პერიფერია.
• გამონაყარის ელემენტების ზედაპირი შენაოჭებულია.
• ახასიათებს ძლიერი ქავილი.
• გენიტალიუმის არეში ლოკალიზებისას გამოხატულია დიზურიული მოვლენები, დისპარეუნია, რაც გავლენას ახდენს სექსუალურ აქტივობაზე.
• მამაკაცებში დაავადება გამოვლენილია ქრონიკული ბალანიტის სახით, რომელიც არანამკურნალევ შემთხვევაში იწვევს ფიმოზის განვითარებას.
• გენიტალიუმის არეში დაავადების ლოკალიზებისას ელემენტები ზოგჯერ განიცდიან ტრანსფორმაციას ავთვისებიან სიმსივნეში.
• ხშირია გამონაყარის მეორადი ინფიცირება.
• ატროფია და დანაწიბურება ხშირად იწვევს გენიტალიუმის ორგანოების ანატომური სტრუქტურების შეცვლას.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

სკლეროზული ლიქენი არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა მკურნალობით მიიღწევა ხანგრძლივი რემისია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • ადგილობრივად ძლიერმოქმედი სტეროიდული საშუალებები.
    • კანისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანების თავიდან აცილება.
    • ატროფიული მიდამოს ქირურგიული რეკონსტრუქცია.
    • მეორადი ინფიცირების პრევენცია.


სკლეროზული ლიქენი სკლეროზული ლიქენი