Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

პარაფსორიაზი (Parapsoriasis)

რა არის პარაფსორიაზი?

პარაფსორიაზი – ეს არის პაპულოსქვამოზური ბუნების იდიოპათიური გენეზის დაავადება.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა ჰისტოპათოლოგიურად დამახასიათებელია CD4+ T ლიმფოციტების ინფილტრატები და გროვები ეპიდერმისში.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

განასხვავებენ დაავადების ორ ფორმას: მსხვილბალთოვანი და მცირებალთოვანი პარაფსორიაზი.
• მცირებალთოვანი პარაფსორიაზი ხასიათდება კეთილთვისებიანი მიმდინარეობით.
• მსხვილბალთოვანი ფორმა განიხილება, როგორც T–უჯრედოვანი ლიმფომის პრეკურსორი.
• გამონაყარი ორივე ფორმის დროს ასიმპტომურია, გამოვლინდება თხელი, აქერცვლადი მოვარდისფრო ლაქებისა და ბალთების სახით.
• მცირებალთოვანი ფორმის დროს ლაქების დიამეტრი ნაკლებია 5 სმ–ზე, მაშინ , როცა მსხვილბალთოვანი ფორმის დროს მათი დიამეტრი 6სმ– მდე მეტია.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

პარაფსორიაზი არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება ხშირ შემთხვევაში განკურნებადია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • ტოპიკური სტეროიდები.
    • დამატენიანებელი საშუალებების მუდმივი გამოყენება.
    • ფოტოთერაპია.


პარაფსორიაზი parafsoriazi პარაფსორიაზი